Friday, August 16, 2013

Wednesday, August 14, 2013

Tuesday, August 13, 2013

სასწავლო პროექტები

პროექტის სახელწოდება-. ქართული ფოლკლორი.

პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებებით:-მოსწავლეები გაეცნობიან ფოლკლორის შემოქმედების  ეპიზოდებს.მოიძიონ ინტერნეტის საშუალებით მასალები,ფოტოები,სიმღერები, ცეკვები , ლექსები. დამოუკიდებლად მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია.

პროექტის  აქტუალობა :-მოსწავლეებმა შეადგინონ ჯგუფი მოიძიონ ფოტოები, ვიდეოები, მასალები ინტერნეტის საშუალებით.

პროექტის მიზნები:  მოსწავლეები გაეცნონ ფოლკლორის შემოქმედებას .ხალხური სიმღერების მოსმენა ცეკვების შესწავლა, ინსტრუმენტების გაცნობა.

მონაწილეთა  ასაკი: VII-VII-კლასი.

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას: მოსწავლეები  ღრმად  გაეცნობიან  ფოლკლორის  შემოქმედებას .მათ  შესაძლოა დაწერონ სიმღერები. შეძლონ ჯგუფურად მუშაობის უნარ- ჩვევა, უკეთ გაცნონ საკუთარი ქვეყნის კულტურული  მემკვიდრეობა, როგორ განვითარდა ქართული ხალხური ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას.
 პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები: საჭირო ინფორმაციის  მოძიება ინტერნეტის საშუალებით. ფოტოების გადაღება, სურათების გამოფენა, ექსკურსია თვალსაჩინოების წარდგენა.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): პროექტის მონაწილე ბავშვებმა  დაამზადონ  და გააფორმონ  ფოტო-მასალები, საორიენტაციო კუთხეები, პრეზენტაცია და ექსკურსია.
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სიმღერაში მოსწავლეებს განუვითარდება სიმღერისა და ცეკვის მოსმენის უნარი.ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია,ხელოვნება,მუსიკა. უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში პრეზენტაციის მოწყობა.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ელისო ჩახუნაშვილი
ხელმძღვანელის ელ ფოსტა: elisochaxunashvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: elisochaxunashvili.blogspot.com